შინაარსზე გადასვლა

რიკარდო ბოჩინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიკარდო ბოჩინი
რიკარდო ბოჩინი 1977 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რიკარდო ენრიკე ბოჩინი
დაბადების
თარიღი
25 იანვარი, 1954 (1954-01-25) (70 წლის)
დაბადების
ადგილი
სარატე, ბუენოს-აირესი,
არგენტინა
სიმაღლე 168 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1971–1972 ინდეპენდიენტე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1972–1991 ინდეპენდიენტე 714 (108)
2007 ბარაკასი 1 (0)
ეროვნული ნაკრები
1973–1986 არგენტინა 30 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1991 ინდეპენდიენტე
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რიკარდო ენრიკე ბოჩინი (ესპ. Ricardo Enrique Bochini; დ. 25 იანვარი, 1954, სარატე, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი. იცავდა „ინდეპენდიენტესა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. არგენტინის ოთხგზის ჩემპიონი, ლიბერტადორესის თასის ოთხგზის, კოპა ინტერამერიკანას სამგზის და საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. აღიარებულია არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად.[1][2][3][4]

რიკარდო ბოჩინი ბუენოს-აირესის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე პარანას დასავლეთ ნაპირას მდებარე პატარა ქალაქ სარატეში, 1954 წლის 25 იანვარს დაიბადა.

როგორც არგენტინელი ბავშვების უმრავლესობას, ფეხბურთისადმი სიყვარული და ინტერესი მასაც თანდაყოლილი აღმოაჩნდა. პელეს, პლატინის, კრუიფის, მარადონას და კიდევ, მრავალი აღიარებული ფეხბურთელის მსგავსად, მისი ისტორიაც ქუჩის ფეხბურთით იწყება, როდესაც უბნის თანატოლებთან ერთად დაღამებამდე ბურთს დააგორებს. მოზარდი ბოჩინის შთამბეჭდავი საფეხბურთო მონაცემები მალევე იპყრობს სხვადასხვა კლუბების მესვეურთა ყურადღებას. მათ შორისაა კამპანას „ვილა დალმინე“, თუმცა დაინტერესების იქით საქმე აღარ მიდის. ამდენად, პირველი გუნდი, რომელშიც იგი თამაშს იწყებს — მისი მშობლიური სარატეს „ატლეტიკო ბელგრანოა“. ამის შემდეგ, 15 წლის ასაკში მამასთან ერთად ბუენოს-აირესში ჩადის და ცდილობს ჯერ „სან-ლორენსოს“ რიგებში მოხვდეს, ხოლო შემდეგ „ბოკა ხუნიორსის“ შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი.[5] საბოლოოდ, 1971 წელს „ინდეპენდიენტეს“ ახალგაზრდული გუნდიდან იღებს მოწვევას და მათ უერთდება.

გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად არგენტინის პრიმერა დივიზიონის კალენდარულ მატჩში, 1972 წლის 25 ივნისს, „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ გამოდის, როდესაც „ინდეპენდიენტეს“ მაშინდელ მწვრთნელს პედრო დელიაჩას (ესპ. Pedro Rodolfo Dellacha) შეხვედრის 74-ე წუთზე შეცვლაზე გამოყავს.

რიკარდო ბოჩინი მთელ თავის კარიერას (1972–1991) „ინდეპენდიენტეს“ რიგებში ატარებს. მის სახელთანაა დაკავშირებული კლუბის „ოქროს ხანა“, როდესაც „წითელი ეშმაკები“ ოთხჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, ოთხჯერ დაეუფლნენ ლიბერტადორესის თასს, ორჯერ მოიპოვეს საკონტინენტთაშორისო თასი და სამჯერ — კოპა ინტერამერიკანა.

ბოჩინის ეკუთვნის ქვეყნის აბსოლუტური რეკორდი — ერთი კლუბის რიგებში ჩატარებული ეროვნული ჩემპიონატის მატჩების რაოდენობის მიხედვით — 714 შეხვედრა (108 გოლი).[6] მიუხედავად, არცთუ ურიგო შედეგიანობისა გატანილი ბურთების რაოდენობის მხრივ, ბოჩინის სახელი, პირველ რიგში, მის საფირმო პასებთან — ე. წ. „ბოჩინესკებთან“ ასოცირდება.[7][8][9]

ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, იგი თანაბრად კარგად მოქმედებდა, როგორც მინდვრის შუაგულში, ასევე, ფლანგებზე. თამაშის მისეული ხედვა, შემოქმედებითი აზროვნების, იმპროვიზაციის, შეტევების ორგანიზებისა და თანაგუნდელებზე პოზიტიური, შთამაგონებელი გავლენის მოხდენის უნარი, დიდწილად განსაზღვრავდა გუნდის წარმატებას, როგორც შედეგიანობის, ასევე, სანახაობრივი თვალსაზრისით.[10][11]

იშვიათი საფეხბურთო ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და პიროვნული თვისებების, უპირველესად თავმდაბლობისა და მოკრძალებული ხასიათის, ფეხბურთის გულშემატკივრებთან გამორჩეულად თბილი დამოკიდებულების, ასევე, გუნდის მიმართ ერთგულებისა და თავდადების გამო, დროთა განმავლობაში იგი „ინდეპენდიენტეს“ ცოცხალ სიმბოლოდ და კლუბის ქომაგთა უპირველეს კერპად იქცა. დიეგო მარადონას არაერთხელ აღუნიშნავს თავის ინტერვიუებში, რომ იგი ბოჩინის თავის კერპად თვლიდა და მას ფეხბურთის „მაესტროს“ უწოდებდა.[12]

დღეისათვის, მას არა მხოლოდ „ინდეპენდიენტეს“, არამედ, არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ.[13]

ბოჩინის სათამაშო სტილთან დაკავშირებით, ფეხბურთის სპეციალისტები, მისი ცნობილი პასების გარდა (რაც ხშირად არღვევდა და თითქმის უფუნქციოდ ტოვებდა მეტოქეთა მთელ დაცვით ხაზს), აღნიშნავენ, ასევე, ე.წ. „ბოჩინის პაუზებს“ — თამაშის დროს მეტოქეებისთვის მოულოდნელი და დამაბნეველი დაყოვნებების ანუ ერთგვარი პაუზების გაკეთების ხელოვნებას.[14] ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია 1984 წლის 24 ივლისს, ლიბერტადორესის თასის პირველი საფინალო შეხვედრისას, „გრემიოს“ კარში ხორხე ბურუჩაგას მიერ გატანილი გამარჯვების მომტანი გოლი, როდესაც საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარე შეტევითი კომბინაციის დამამთავრებელ ფაზაში — ბოჩინი, ბურთის მიღების შემდეგ, ორიოდე წამით აყოვნებს საგოლე პასის გაკეთებას, იმ გათვლით, რომ ბურუჩაგამ მოასწროს მეტოქის საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა, ხოლო მოწინააღმდეგის მცველებს დრო აღარ დარჩეთ საპასუხო რეაგირებისთვის. ცხადია, რომ მოცემულ სათამაშო სიტუაციაში, მსგავსი გადაწყვეტილება, არა მარტო ყველაზე ოპტიმალური და ამავე დროს ეფექტურია, არამედ, პირველ რიგში, უმაღლესი დონის საფეხბურთო აზროვნებაზე მეტყველებს და ფეხბურთის ავტორიტეტული შემფასებლების აზრით — საფეხბურთო ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.[15][16]

მხოლოდ ასეთი მოულოდნელი დაყოვნების შემდეგ გაკეთებული გადაცემა აძლევს საშუალებას მის პარტნიორს, რომ მცველებთან ბრძოლის გარეშე, დაუბრკოლებლად გავიდეს მეკარესთან პირისპირ და შეტევა თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.[17]

ბუნებრივია, რომ ყველაზე პრესტიჟული სამხრეთამერიკული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ფინალში მსგავს ეპიზოდს უყურადღებოდ სპორტული მიმომხილველები და ექსპერტები არასდროს ტოვებენ, რასაც ბეჭდვით პრესასა თუ ინტერნეტსივრცეში არსებული მრავალი სტატია თუ ფოტო და ვიდეო მასალა ადასტურებს.[18] თუმცა, უნდა ითქვას, რომ არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატი, საერთაშორისო ტურნირებისგან განსხვავებით, ასე ფართოდ და დაწვრილებით (მით უმეტეს ბოჩინის პერიოდში) არ გაშუქებულა. ამდენად, კანონზომიერია, რომ ფეხბურთის სპეციალისტები, რომლებიც წლების მანძილზე ადევნებდნენ თვალყურს მის სათამაშო კარიერას — არა რამდენიმე (თუნდაც საყოველთაოდ ცნობილი) სათამაშო ეპიზოდიდან გამომდინარე, არამედ მის საფეხბურთო პრაქტიკაში დამკვიდრებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სწორედ ამგვარი „დაყოვნებების“ (როგორც მისი სათამაშო სტილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის) გამო უწოდებდნენ მას — „პაუზის დიდოსტატს“ (ესპ. Maestro de La Pausa).[კომ. 1]

1973–1986 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[19] რომლის შემადგენლობაში 30 შეხვედრას ატარებს.[20]

ეროვნულ გუნდში 1973 წელს ნაკრების მაშინდელი მწვრთნელები — ომარ სივორი და მიგელ ინომირიელო იწვევენ.[21] პირველად ნაკრების მაისურით 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, 1973 წლის 23 სექტემბერს, ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ გამოდის. შეხვედრის 64-ე წუთზე იგი მარიო კემპესს ცვლის. მატჩში, ერთადერთი და არგენტინელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი ოსკარ ფორნარის გააქვს — 1–0.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არგენტინის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
1973 1 0
1974 2 0
1975 1 0
1976 10 0
1977 6 0
1979 1 0
1984 6 0
1985 2 0
1986 1 0
ჯამში 30 0
კარლოს დიტბორნის თასი
ფელიქს ბოგადოს თასი
თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგ. შეჯიბრება წყარო
1 23.09.1973 „ესტადიო ერნანდო სილესი“, ლა-პასი, ბოლივია ბოლივიის დროშა ბოლივია 1–0 შესარჩევი [22]
2 07.11.1974 „ესტადიო ნასიონალი“, სანტიაგო, ჩილე ჩილეს დროშა ჩილე 2–0 დიტბორნის თასი [23][24][25]
3 20.11.1974 ბუენოს-აირესი, არგენტინა ჩილეს დროშა ჩილე 1–1 დიტბორნის თასი [26]
4 18.07.1975 „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო, ურუგვაი ურუგვაის დროშა ურუგვაი 3–2 ნიუტონის თასი [27]
5 25.02.1976 „ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკო“, ასუნსიონი პარაგვაის დროშა პარაგვაი 3–2 ატლანტ. 1976 [28][29]
6 27.02.1976 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი ბრაზილიის დროშა ბრაზილია 1–2 ატლანტ. 1976 [30]
7 20.03.1976 კიევი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 1–0 ამხანაგური
8 24.03.1976 ხოჟუვი, პოლონეთი პოლონეთის დროშა პოლონეთი 2–1 ამხანაგური
9 27.03.1976 ბუდაპეშტი, უნგრეთი უნგრეთის დროშა უნგრეთი 0–2 ამხანაგური
10 08.04.1976 „ესტადიო ველეს სარსფილდი“, ბუენოს-აირესი ურუგვაის დროშა ურუგვაი 4–1 ატლანტ. 1976
11 28.04.1976 ბუენოს-აირესი, არგენტინა პარაგვაის დროშა პარაგვაი 2–2 ატლანტ. 1976
12 19.05.1976 რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია ბრაზილიის დროშა ბრაზილია 0–2 ატლანტ. 1976
13 09.06.1976 მონტევიდეო, ურუგვაი ურუგვაის დროშა ურუგვაი 3–0 ატლანტ. 1976
14 28.11.1976 ბუენოს-აირესი, არგენტინა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 0–0 ამხანაგური
15 22.03.1977 „სანტიაგო ბერნაბეუ“, მადრიდი, ესპანეთი ირანის დროშა ირანი 1–1 ამხანაგური [31]
16 29.05.1977 „ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინა პოლონეთის დროშა პოლონეთი 3–1 ამხანაგური
17 05.06.1977 „ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინა გერმანიის დროშა გფრ 1–3 ამხანაგური
18 12.06.1977 „ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინა ინგლისის დროშა ინგლისი 1–1 ამხანაგური
19 03.07.1977 „ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინა იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 1–0 ამხანაგური
20 24.08.1977 ბუენოს-აირესი, არგენტინა პარაგვაის დროშა პარაგვაი 2–1 ბოგადოს თასი
21 23.08.1979 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი ბრაზილიის დროშა ბრაზილია 2–2 კოპა ამერიკა
22 24.08.1984 „ესტადიო ნემესიო კამაჩო“, ბოგოტა, კოლუმბია კოლუმბიის დროშა კოლუმბია 0–1 ამხანაგური
23 01.09.1984 „სტად დე სუისი“, ბერნი, შვეიცარია შვეიცარიის დროშა შვეიცარია 2–0 ამხანაგური
24 05.09.1984 „ეიზელი“, ბრიუსელი, ბელგია ბელგიის დროშა ბელგია 2–0 ამხანაგური
25 12.09.1984 „რაინშტადიონი“, დიუსელდორფი, გერმანია გერმანიის დროშა გფრ 3–1 ამხანაგური
26 18.09.1984 მონტერეი, მექსიკა მექსიკის დროშა მექსიკა 1–1 ამხანაგური
27 25.10.1984 „ესტადიო ველეს სარსფილდი“, ბუენოს-აირესი მექსიკის დროშა მექსიკა 1–1 ამხანაგური
28 14.11.1985 ლოს-ანჯელესი, აშშ მექსიკის დროშა მექსიკა 1–1 ამხანაგური
29 17.11.1985 პუებლა, მექსიკა მექსიკის დროშა მექსიკა 1–1 ამხანაგური
30 25.06.1986 „აცტეკა“, მეხიკო, მექსიკა ბელგიის დროშა ბელგია 2–0 ფიფა-ს თასი 1986
არგენტინის დროშა ინდეპენდიენტე
არგენტინის დროშა არგენტინა
მსოფლიო ჩემპიონატი
არგენტინის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
  • ოქროს ბურთის მფლობელი: 1983[43]
სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
  • ბრინჯაოს ბურთის მფლობელი: 1984

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · BDFA · FBref.com · FootballDatabase.eu · National Football Teams · Transfermarkt
მედია
El Gráfico
  1. Caple, Alex (26 ივლისი, 2017). Ricardo Bochini: Argentinian Influence — „Bochini was known as the master of La Pausa (the pause, if that wasn’t already obvious). La Pausa is the art of delaying your pass while you wait for the game to take shape around you. It’s a display of confidence, foresight, understanding, and an admirable arrogance that few players can pull off.“ clickon.co
  2. რიკარდო ბოჩინი №10 „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში, 1975.
  3. ბოჩინი და მარადონა, 20.12.2007.
  4. რიკარდო ბოჩინი, El Grafico, 1975.
  5. ბერტონი და ბოჩინი საკონტინენტთაშორისო თასით, 1973.
  6. რიკარდო ენრიკე ბოჩინის მეხუთასე მატჩი „ინდეპენდიენტეს“ რიგებში, El Gráfico, Nº 3502. 1986.
  7. ბოჩინი მოპოვებული თასებით, 1989.
  1. „Hoy se usa la palabra ídolo para cualquier cosa“
  2. Bochini: "Independiente fue concretar lo que quería ser de chico"
  3. El día que Bochini no jugó para Independiente
  4. Argentine Squads in the World Cups (World Cup 1986)
  5. Bochini: el "Bocha" del Independiente
  6. La Cocina del Rojo · #30 – Ricardo Enrique Bochini
  7. Bochini y La Furia Roja de Avellaneda
  8. Ricardo Bochini — Señor Futbol
  9. Ricardo Bochini – The Master – Elegance Football
  10. Ricardo Bochini fetseja sus 62 años
  11. The great creators // FIFA.com
  12. Ricardo Bochini, la joya más grande del fútbol argentino
  13. Understated Legends: Diego Maradona Idol Ricardo Bochini
  14. The Guardian: „Ricardo Bochini's legend of la pausa“
  15. Ricardo Bochini's long wait to become Argentina's legend of la pausa
  16. Woody Allen jugando al fútbol
  17. Ricardo Bochini – Pase gol a Burruchaga vs Gremio (1984)
  18. La pausa de Ricardo Bochini
  19. Argentina National Team Players 1964–1998
  20. Ricardo Enrique Bochini International Matches
  21. Argentina National Team Archive (1971–1980)
  22. Bolivia 0–1 Argentina (23 September 1973)
  23. Chile – Argentina (1910–2017)
  24. Chile 0–2 Argentina (7 November 1974)
  25. Chile 0–2 Argentina (06.11.1974)
  26. Argentina 1–1 Chile (20 November 1974)
  27. Uruguay 2–3 Argentina (18 July 1975)
  28. Estadio Defensores del Chaco
  29. Paraguay 2–3 Argentina (26 February 1976)
  30. Argentina 1–2 Brazil (27 February 1976)
  31. Argentina 1–1 Iran (Argentina won 4-1 on penalties)
  32. 1977 - 1 division[მკვდარი ბმული]
  33. Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship)
  34. Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship)
  35. Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship)
  36. Copa Libertadores de América 1973 (Final)
  37. Copa Libertadores de América 1972 (Final)
  38. Copa Libertadores de América 1974 (Final)
  39. Copa Libertadores de América 1975 (Final)
  40. Copa Libertadores de América 1984 (Final)
  41. A 29 años de la última Intercontinental de Independiente
  42. 1986 FIFA World Cup Mexico ™ // fifa.com
  43. Ricardo Bochini – 1983 (Argentina — Player of the Year)